logo
ENG



ფოთში 11 პაციენტის პასუხს ელოდებიან - როგორია ვითარება რეგიონებში 

27 აპრ 202010:15
3 წუთის საკითხავი
 

კორონავირუსის ინფექცია ბოლნისის მუნიციპალიტეტში კიდევ ერთ პირს დაუდასტურდა. ინფიცირებული პირი ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ხატისსოფელში დადასტურებული შემთხვევის მჭიდრო კონტაქტია.

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოს დღეს 2 ახალი გამოჯანმრთელებული დატოვებს. კლინიკაში სულ 14 გამოჯანმრთელებული ჰყავთ, მკურნალობას კი 23 პაციენტი განაგრძობს.

7 პაციენტის გამოჯანმრთელებას ელოდებიან ბათუმის კლინიკა „მედალფაში". მათ ვირუსისთვის დამახასიათებელი ჩივილები აღარ აქვთ და პროტოკოლით დადგენილი ანალიზები ჩაუტარდებათ, რის შემდეგაც, შესაძლოა კლინიკა დატოვონ.

ფოთის ცხელების ცენტრში კი 11 პაციენტის ბიოლოგიური მასალის კვლევის პასუხებს ელოდებიან. მათგან 7 მედ. პერსონალია.


close დახურვა